Tuesday, November 5, 2013

პროექტი

პროექტის სახელწოდება:     "ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში"

პროექტის მთავარი იდეა:მოიძიონ და გაეცნონ ინფორმაციებს თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.რა ტრადიციები გააჩნია თითოეულ ქვეყანას.

პროექტის სრული აღწერა: ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღინიშნება და განსხვავდება ტრადიციებით და რწმენით,მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ყოველივე მათ, გაიზიარებენ  და შეადარებენ თავისას, რომელსაც  კარგად გამოიკვლევენ მათ გარშემო მცხოვრები უხუცესი ადამიანებისგან ან შსაბამისი სახელმძღვანელოებიდან. ყურადღებას გაამახვილებენ მათთვის ყველაზე საინტერესო დეტალებზე.
პასუხს გასცემენ კითხვებს:
რომელი ქვეყანა გამოირჩევა ყველაზე კარგი ჩვეულებებით?
 რომელ ქვეყანაში ისურვებ ახალი წლის შეხვედრას?
 რომელი ქვეყნის ტრადიცები გავს ყველაზე მეტად შენი ქვეყნისას?
 პროექტს გაამრავალფეროვნებენ სურათებით, ვიდეოებით. ამით მათ განუვითარდებათ კვლევის უნარ ჩვევები.გაეცნობიან ადგილობრივი და სხვათა კულტურის მნიშვნელობას აწმყოსათვის.

მნიშვნელობა აქტუალობა: გაეცნობიან თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

მიზნები და შედეგები: მოსწავლეები დაეუფლონ კითხვის, ლაპარაკის,მოსმენის,კვლევის  უნარ ჩვევებს.მიეჩვიონ ჯგუფთან ერთად მუშაობას.
უცხ.III.6 მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.
უცხ.III.8 მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები,ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში/
უცხ.III.10 მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.III.16 მოსწავლეს შუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.III.20 მოსწავლეს შუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლედ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია).უცხ.III.23 მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზ ე განახორციელოს სხვადასხვა პროექტი.
უცხ.III.26 მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად/
უცხ.III.29 მოსწავლეს შუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებსისტორიაში(გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ისტორიას) გეოგრაფიაში(შისწავლიან სხვადასხვა ქვეყნების ადგილმდებარეობას) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით)
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტორიაში(გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ისტორიას), გეოგრაფიაში (შისწავლიან სავადასხვა ქვეყნების ადგილმდებარეობას) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით).
მონაწილეთ ასაკი: 12,13

ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე აბესაძე

შეფასების რუბრიკა:



1-3 ქულა
4-5 ქულა
6-7 ქულა
8-10 ქულა
ლაპარაკი
არ შეუძლია საკუთარი აზრის ინგლისურად გადმოცემა
უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა
გადმოსცემს საკუთრ აზრს მაგრამ უშვებს შეცდომებს
გამოთქვამს საკუთრ აზრს გასაგებად.პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს
მოსმენა
უჭირს ან ვერ გებულობს მასჭვებლი ინსტრუქციებს, ინგლისურენოვან ინფორმაციებს
ზოგჯერ გებულობს მასწავლებლის ინსტრუქციებს და ინგლისურენოვან ინფორმაციას
შეუძლია გაიგოს მასწავლებლის ინსტრუქციები თუმაცა ვერ აღიქვამს მიწოდებულ ინფორმაციას
კარგად გებულობს მასწავლებლის ინსტრუქციებს და ინგლისურენოვან ინფორმაციას
ჯგუფური მუშობა ჩართულობა
ვერ ახერხებს მუშობას ჯგუფში
ნაკლებად ცდილობს  ჩერთოს დავალების შსასრულებლად ჯგუფში ან წყვილში
ჯგუფში ინაწილებს სამუშოს.ხანდახან საკუთარ შდეგებზე უფრო არის ორიენტირებული
მეწყვილესთნ ყოველთვის ერთვება.იზიარებს სხვათდასაბუთებულ მოსაზრებას და მკაფიოდ განუმარტავს ჯგუფს საკუთრი გადაწყვეტილების საფუძველს